ვერ გეტყვით, აღრიცხვას, სიას არ ვაწარმოებ – უპასუხა “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე აშშ-ის ელჩის არდასწრებასთან დაკავშირებით.
რობინ დანიგანი დღეს, თავისუფლების მოედანზე არ გამოჩენილა.
“ეს დღე ჩვენია, ნიშნავს, რომ ეს დღე ჩვენია. ეს დღე თქვენია, ჩემია, ამ ჯარისკაცების, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს. ეს დღე ჩვენ უნდა ვიზეიმოთ უპირველეს ყოვლისა. თუ რომელიმე მეგობარი გადაწყვეტს ამ დღეს ჩვენთან ერთად ზეიმს, ეს მხოლოდ მისასალმებელი და სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს დავუდექით გვერდზე, გავყევით ომში…” თქვა პაპუაშვილმა.
როგორც აშშ-ის საელჩოდან “მთავარს” განუცხადეს, ღონისძიებას სამხედრო ატაშე დაესწრო, თავად დანიგანი კი თბილისში არ იმყოფება.