პაპუაშვილი გახარიაზე: თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი

თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი… იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, ჩვეულებრივი უმრავლესობით მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს. ასე რომ, აქაც პრობლემა არ იქნება და არც იქნებოდა არასდროს თუკი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა აქვს, სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი – მათ შორის, გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოვუხსენით ს იმუნიტეტი. ასე რომ, იმუნიტეტი არავის არ იცავს.
როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ადამიანები და მათ ჰქონდათ თავისი მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებზე, ღალატობს თავის ამომრჩეველს, „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა ისინი მანდატებს დაკარგავენ.