ჩვენ ძალიან რთული 2 წელი გავიარეთ, სადაც სხვადასხვა მხრიდან მუდმივი თავდასხმის ობიექტები ვიყავით. იმის გათვალისწინებით, რომ წელს ბევრ ქვეყანაში არჩევნებია, მოსალოდნელია, რომ ასევე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნება. უკრაინის ომის შემდეგ, ამას ისრაელში არსებული ვითარება დაემატა. ასევე, ამ დღეებში ვხედავთ ირანსა და პაკისტანის შორის იერიშებს. ასე რომ, ჩვენ გარშემო, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალია. ჩვენ ერთ-ერთ და ლამის ერთადერთ მშვიდობის ოაზისად ვრჩებით. ამ მშვიდობის ოაზისს შენარჩუნება უნდა – ამას წელს ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული კონცენტრირება და ერთსულოვნება სჭირდება.