პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ძალადობაში ადანაშაულებს და კვლავ თავს ესხმის სირცხვილიასა და ფრანკლინის კლუბს.
“საქართველო ყოველთვის ვამაყობდით ჩვენ ერთი რამით, რომ აქციები ყოველთვის იყო მშვიდობიანი და ერთი ფოთოლი არ ვარდებოდა ხოლმე ხიდან, ეს იყო ჩვენი საპროტესტო ისტორიის ყველაზე საამაყო ფურცელი, რას ვხედავდით ჩვენ გუშინ, გუშინწინ? ფაქტობრივად ძალადობა იქცა მათთვის ნორმალიზებულ ინსტრუმენტად.
გუშინ პირდაპირ ვხედავდით, რომ აღარაა ინტერესი ჩაატარონ აქცია რუსთაველზე, ინტერესია, რომ გადაკეტონ შემოსასვლელები, შევიდნენ ფიზიკურ კონტაქტში პოლიციასთან, მოახდინონ პროვოცირება რამენაირად, რომ იქნებ შექმნან ვიზუალი და კადრები, რომ სადმე ჩანდეს ძალის გამოყენება. ეს არის ზუსტად არაქართული.
ამ ე.წ სამოქალაქო აქტივისტებმა სირცხვილია, ფრანკლინის კლუბი, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ატრენინგებდნენ სხვადასხვა ახალგაზრდებს, გამოვიდა, რომ მათი ევროპა ესაა – ძალადობა, როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური მიზნის მიღწევისა. ესაა ყველაზე არაევროპული და არაქართული გზა”- თქვა პაპუაშვილმა.