ხედავდით, რომ აქციების დროს შსს სანიმუშოდ იქცეოდა, მათ შორის, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაცვის მხრივ – საუკეთესო სტანდარტებზე მეტად. ვახტანგ გომელაურმა თქვა კიდეც, როდესაც აქციის მონაწილეების მხრიდან პარლამენტზე ძალადობრივი თავდასხმა იყო, დადგა მომენტი, როცა შსს-ს რეზინის ტყვიების გამოყენებაც შეეძლო, მაგრამ არ გამოიყენეს. პოლიცია ყოველ ჯერზე უფრთხილდება იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ.