პაპუაშვილი არ პასუხობს კითხვას, აქვს თუ არა მას ამერიკის ვიზა და მიიღო თუ არა მეილზე შეტყობინება

პარლამენტის თავმჯდომარე კონკრეტულ პასუხს არ სცემს კითხვას, აქვს თუ არა მას -ის ვიზა და მიიღო თუ არა მან მეილზე (ელექტრონულ ფოსტაზე) ინფორმაცია აშშ-სგან სავიზო შეზღუდვის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ამის შესახებ კითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გუშინ, 3 ივნისს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „არსებობენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ“.
პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერის განცხადებაზე, კერძოდ, ელის თუ არა სანქცირებას და ასევე სთხოვეს ეპასუხა, აქვს თუ არა მას თავად აშშ-ის ვიზა და მიიღო თუ არა სავიზო შეზღუდვის შესახებ მეილზე შეტყობინება.
მიუხედავად ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვისა, პაპუაშვილმა კითხვის მხოლოდ იმ ნაწილს უპასუხა, რომელიც მეთიუ მილერის განცხადებას შეეხებოდა.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, არასწორია საკუთარი დღის წესრიგის იმაზე აწყობა, სხვა ქვეყანა შენთან მიმართებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ კონტექსტში მან გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სავსეა „უცხო ქვეყნის შანტაჟს დაქვემდებარებული პოლიტიკოსებით“.
“რაც შეეხება სანქციებით მუქარას, საქართველოსთვის სანქციები არ არის სიახლე. ჩვენ ათწლეულებია სხვადასხვა სანქციის ქვეშ ვართ ნამყოფი, მათ შორის ც ცდილობდა, რომ სანქციებით მოეხდინა ზემოქმედება ქართველ ხალხზე. ეს არის ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარი და არ მგონია ვინმესთვის სასიკეთო იყოს ეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა 3 ივნისს გამართულ ბრიფინგზე კითხვას უპასუხა რუსული კანონის გამო ქართული ოცნების“ წევრთა სანქცირებაზე.
მილერს ჰკითხეს, ხომ არ არის თბილისის მერი შეყვანილი შეცდომაში, როცა ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რის გამოც დასანქცირდებიან.
„ჩვენ განვაცხადეთ სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი ახალი მიდგომის შესახებ. ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ და აქ გავჩერდები, თუმცა ჩვენ არ ვიყოყმანებთ მათ სანქცირებაზე“, — თქვა მილერმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის უფრო ადრინდელი განცხადებები, რომლის მიხედვითაც, აშშ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ქვეყნის განვითარების დასავლურ, დემოკრატიულ კურსს, რის საპასუხოდან აშშ დაასანქცირებს ამ პროცესის მონაწილე პირებსა და მათ ოჯახებს. მილერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები გამოიწვევს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გადახედვას, მათ შორის, ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე, სავიზო სანქციებს.

ასევე დაგაინტერესებთ