ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ. რაც შეიძლება ბევრი იყოს ადგილობრივი დამკვირვებელიც. ბევრი დამკვირვებელი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ყველამ დაინახოს. 26 ოქტომბერს რეფერენდუმი იქნება – გვინდა, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიყოთ, თუ ვასალური, როგორც რადიკალურ ოპოზიციას სურს. ჩვენ გვინდა, საქართველოს ბედს, მის მოწყობას, ინსტიტუტებსა და გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებდეს, თუ გადაწყვეტილებებს იღებდნენ გარედან. ოპოზიცია გვთავაზობს სისტემას, რომელიც დამყარებული იქნება იმაზე, გარედან რას გვეტყვიან – იმისთვის, რომ გარეთ საკუთარი მფარველები კომფორტში ამყოფონ. ჩვენ კი ვამბობთ, რომ რასაც ქართველი ხალხი იტყვის, ამ ქვეყანაში ისე იქნება.
