პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება

სადავო პარლამენტის თავმდომარე უკრაინის გარეშმო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა უკრაინას ორი ცუდი არჩევანიდან აქვს გასაკეთებელი არჩევანი – რადგან იქ, მისი შფასებით, „მძიმე მდგომარეობაა“ და უკრაინის ხელისუფლებას, „არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც დასრულება“:
„ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ვინაიდან ჩიხში არის შესული ეს პერიპეტიები და ომი. გამოსავალი ომის გაგრძელება – მძიმეა, ომის დასრულებაც მძიმეა… პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი განცხადებაც იმის დასტურია, რომ ეს არის ორი ცუდი არჩეანიდან არჩევანის გაკეთება. ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ჩვენ თავსაც დამართნოდა, რომ ჩვენ რეალური არჩევანი არ გვქონოდა და ორი ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო განსაკუთრებით ფრთხილი, რადგან ქვეყანას „დამანგრეველი ომისკენ ექაჩებოდნენ გარე ძალები და შიდა ოპოზიცია და „ენჯეოები“.
„ამის საპირწონედ, ვხედავდით ყალბ მჯიღის ცემას, ყალბ გმირობას კომპიუტერების კლავიატურასთან იმის გააზრების გარეშე, თუ რას წარმოადგენდა საქართველოში ამგვარი ისტერიის დათესვა“.
20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მხარისგან მიიღო “სამშვიდობო შეთანხმების” გეგმის პროექტი, რომელსაც, ვაშინგტონის შეფასებით, შეუძლია გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულების მიზნით.
21 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის პარლამენტს და მთავრობას თანამშრომლობისკენ და განაცხადა: „ახლა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის — ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს”.
უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო ორ დღეში მხარდაჭერა არაერთმა ევრიოელმა ლიდერმაც გამოუცხადა.
ევროკავშირის ლიდერები კი დღეს, იოჰანესბურგში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ შეიკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია