პაპუაშვილი: ამას საზოგადოება კიდევ უფრო მეტად და მეტად ნახავს

სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მისი განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება . სხვა დანარჩენი მცდელობაა, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარი შეაყარონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უცხოური ჯგუფების ინტერესების მიზანი იყო, რადიკალიზმით გამორჩეული და გარეთ ყოფილიყვნენ, რათა რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ.
„თავის დროზე, არც ს გამოუვიდა, თითქოს რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განუდგა. ეს არც სხვა ჯგუფებს გამოუვიდათ, რომლებიც აჩვენებდნენ, თითქოს წინააღმდეგობაში იყვნენ. სინამდვილეში, ამ პოლიტიკური ფილოსოფიის მატარებელ გარკვეულ პოლიტიკურ სეგმენტს ერთადერთი ლიდერი – ჰყავს, რომელიც, თავის მხრივ, სრულად მართულია უცხოური პოლიტიკური ჯგუფებიდან და ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება, რომ ის რამენაირად დაიხსნან ციხიდან.
ეს კეთდება ერთადერთი მიზნით, მას რამენაირად ისევ დაუბრუნონ ძალაუფლება, რათა გამოყენებული იყოს სხვა უცხოური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების მისაღწევად. ამიტომაც იყო ჩადებული ძალისხმევა სა და ს ციხიდან დახსნისთვის. ყველა ვხედავთ, საერთო მიზანი რა იყო. ნიკა მელიას შემთხვევაში, გვეუბნებოდნენ, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო, ის გარეთ ყოფილიყო. ასევე ნიკა გვარამიას შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, რომ ეს დეპოლარიზაციას გამოიწვევსო, მაგრამ შედეგი უკვე ჩანს, მიზანი იყო – „ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებული რადიკალიზმით გამორჩეული ორი ჯარისკაცი გარეთ ყოფილიყო, რათა რაღაც რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ. ამას საზოგადოება კიდევ უფრო მეტად და მეტად ნახავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით