ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფის მოტივით 4 000 ლარით დააჯარიმეს.
გუშინ, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარება დაიწყო. მათ შორის, დღეს, 12 ივნისს სასამართლოში დაბარებული იყო მიშა მშვილდაძე.
ცოტა ხნის წინ მან ფორმულას ეთერში ახსნა თავისი Facebook-ის პოსტის კონტექსტი შალვა პაპუაშვილის, USAID-ისა და ფილიპ კოკუს შესახებ – ის სწორედ ამ პოსტის გამო დააჯარიმა სასამართლომ.
