პაპუაშვილის მტკიცებით, ყველა “აღშფოთებული მოქალაქის” უკან ენმ-ის აქტივისტი დგას

პარლამენტის თავმჯდომარე, ამტკიცებს, რომ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დგანან.
ასე პაპუაშვილი იმ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ.
“გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი “აღშფოთებული მოქალაქის” უკან ნაციონალური მოძრაობის ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას. ხოლო ნაციონალური მოძრაობის ყოველი აქტივისტის უკან – ევროპის სახალხო პარტია. სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში”, – წერს პაპუაშვილი Facebook-გვერდზე.