ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ გამკაცრებული ცვლილებები, კერძოდ, პროტესტის ტროტუარებზეც შეზღუდვა – “სრულად არის შესაბამისობაში კონსტიტუციურ და ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან”.
ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები ფეხით მოსიარულეებს “ხელს შეუშლიან – რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას, რომ სხვა გეზი მიუთითოს [აქციის მონაწილეებს]”.
“ეს ცვლილება არის სრულად შესაბამისობაში კონსტიტუციურ და ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან. შესაბამისად, რაიმე წუნი სამართლებრივი ამ პროექტს არ აქვს. რაც შეეხება კანონპროექტს მთლიანად – ვრცელდება იგივე პრინციპი, რაც არის ავტოსაგზაო, მანქანების სავალ გზასთან დაკავშირებით, იგივე შეეხება მოქალაქეებისთვის შეფერხების არ შექმნას. […] იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი შეკრება ხელს უშლის, შეაფერხებს შესაძლებლობას მოქალაქეების გადაადგილებისა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას, რომ სხვა გეზი მიუთითოს.




