პაპუაშვილის მტკიცებით, “ელფური ენა” არ იცის

“ქართული ოცნების” პარტიაში ამტკიცებენ, რომ ალექსანდრე დარახველიძემ სრულად მიაწოდა ინფორმაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული ნივთიერებების შესახებ, მაგრამ მან ეს ვერ გაიგო.
ცნობისთვის, მაიკლ ო’ფლაერტი გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში მისი ვიზიტის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაარწმუნა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველით წყლის ჭავლი საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე:
“არ ვიცი მან რა გაიგო, რა ვერ გაიგო, ვინ როგორ დაიკარგა თარგმანში მე არ ვიცი, შეუძლია მიმართოს შსს-ს და გაიგოს. შარშან დეკემბერშივე ხომ იყო განცხადებები, რომ კი, როცა საჭირო არის წყლის ჭავლში შესაბამისი ნივთიერებების გარევაც ხდება. ეს ხომ შარშან დეკემბრის განცხადებებია, ახლა ეს ადამიანი ამბობს, ამის შემდეგ იანვარშიო, ორი თვის თავზე შევხვდიო და მითხრეს, რომ არაფერი არაა შერეულიო. სამინისტროს როდესაც ასე საჯაროდ აქვს გაცხადებული, რა ინტერესი ან აზრი უნდა იყოს ჩადებული, რომ სხვა რამე უთხრას სხვას, ის ხომ საჯარო განცხადება იყო. აქვს რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას კითხვები? – მობრძანდით, გაჩვენებთ ფურცელ-ფურცელ, შედეგ-შედეგ. ქართულად ვეუბნებით, ინგლისურიც არ გვიჭირს, ელფურ ენაზე ვერ ვეტყვით,” – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია