“ოცნების” პარლამენტი ამტკიცებს, რომ პოლონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული ვიზების აღების შესაძლებლობის გაუქმება პოლონეთისთვისვე იქნება საზიანო.
მისი თქმით, “ჩვენს ქვეყანაში დეფიციტია და მუშახელი გვჭირდება.”
“ის, რომ პოლონეთის მთვარობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, “ქართული ოცნება“ რა შუაშია, ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ასე რომ, ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია, როგორ აწესრიგებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამკაცრებენ გერმანია, სხვა ქვეყნები, ცდილობენ, რომ ახალი ტალღა, საკუთარი მიგრაციის პოლტიკა გადაწყონ. საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რადოენობა იყო დიდი, შეხედეს იმ ქვეყნებს საიდანაც დიდია და უფრო მკაცრი რეგულაციები შემოდის. პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა, ეკონომიკური, ვინაიდან, რადგან მუშა ხელი ჩადიოდა იქ, ე.ი. მოთხოვნაც იყო, და არ ვიცი, როგორ აპირებენ მუშა ხელი დააკმაყოფილონ. საქართველოს მოქალაქეებს რაც შეეხება, ჩვენს ქვეყანაში დეფიციტია და მუშახელი გვჭირდება”, – ამტკიცებს პაპუაშვილი.




