პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტოს მომდევნო სასესიო კვირაში დაძლევენ

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ს ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში უკვე შესულია – დღეს ის ბიუროს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც განსახილველად გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მომდევნო კვირაში კი პლენარულ სხდომაზე მას დაძლევენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა კანონზე ვეტოს დადებით ჩაკეტა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაძლო დისკუსიების სივრცე.
“ვეტო არის ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ აისახოს ეს კანონში და ვხედავდით ჩვენ მზაობას ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისგან და სალომე ზურაბიშვილმა ესეც ჩაკეტა. […] არ ვიცი საიდან რა დავალებებს იღებს, მაგრამ ფაქტია, როგორც კი შინაარსობრივი მსჯელობის იმედი და ნაპერწკალი გამოჩნდა, იმავე მომენტში ჩაკეტა წინსწრებით სალომე ზურაბიშვილმა. ახლა შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვისი დავალებით მოქმედებს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მან კვლავ გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ პრეზიდენტი “კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ პირდაპირ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა”.

ასევე დაგაინტერესებთ