პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუნკერთა ხსნოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.
“სისტემა არის მოწვევის და ყველა იყო მოწვეული, ვისაც ჰქონდა სურვილი, რომ პატივი მიეგო იუნკერთა ხსნოვნისთვის. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული. შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა ღონისძიებაზე. ჰკითხეთ მას მიზეზი, არ ვიცი, რატომ არ მოვიდა. შარშანაც არ იყო და წელსაც არ მოგვიწვევია”, – ამბობს პაპუაშვილი.
მანამდე ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
“სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიეგო იუნკერთა ხსოვნისთვის”.
პრესსამსახურის ცნობითვე, პრეზიდენტი 13:00 საათზე იუნკრების მემორიალს შეამკობს გვირგვინით, შემდეგ კი პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკრების მემორიალურ დაფას.