პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტი არ მიუწვევიათ იუნკერთა ხსოვნისადმი პატივსაცემ ცერემონიაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული არ ყოფილა პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გამართულ ცერემონიაზე.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის“
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქალბატონი სალომეს მიწვევა გათვალისწინებული არ ყოფილა“. მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, იყო თუ არა ეს დაკავშირებული მანამდე სალომე ზურაბიშვილისთვის მთავრობის უნებართვო ვიზიტების გამო იმპიჩმენტის გამოცხადებასთან , პარლამენტის სპიკერმა უპასუხა: „რაც შეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს მის საქციელთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია, რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, კიდევ ერთხელ ვამბობ შარშან ის მოწვეული იყო, არ გამოცხადდა ამ ღონისძიებაზე და წელს მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი, შარშან არ დასწრებია პარლამენტში ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 2022 წელს კი მონაწილეობდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს, პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. პრეზიდენტი ასევე ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას.
პარლამენტის ფასადზე იუნკრების მემორიალური დაფა 2018 წელს გაიხსნა, მასზე იმ მებრძოლთა სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, რომლებიც1921 წელს თბილისის დაცვისთვის კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლაში დაიღუპნენ. სალომე ზურაბიშვილს მემორიალის გახსნის თხოვნით საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის, შთამომავლებმა მიმართეს.
1921 წლის 25 თებერვალს, ს წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.
დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.
საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge