პაპუაშვილის ახალი ბრალდებები ევროკავშირის ელჩს და დიპლომატებს

ევროკავშირის ელჩს და გერმანელ დიპლომატს, პეტერ ფიშერს, ამჯერად ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს. “ოცნების” ლიდერი ამტკიცებს, რომ თუ 4 ოქტომბერს ადგილი ექნება ძალადობრივ დამხობას, ამაზე პასუხისმგებლობას გაიზიარებს როგორც ევროკომისია, ასევე ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში.
ნერვებმა უმტყუნა, მემგონი, ევროკავშირის ელჩს და მისი რაღაცა აღელვებული კომენტარი, მისი ინფორმაციით აკეთებს ომ, კომენტარს ეს პრესსპიკერი და როგორც ჩანს, მან ეს ინფორმაცია მიაწოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ამიტომ მისი პასუხისმგებლობაც იქნება. ერთი ძალადობის ფაქტიც თუ მოხდება 4 ოქტომბერს… ყველა, ვინც სოლიდარობას უცხადებს მოძალადეებს, არის ძალადობის თანამონაწილე. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის პრესპისკერისგან, რომ ის სოლიდარობას უცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის შეკრებას. ასე რომ, მოხდება ერთიო ფაქტიც, ერთი იქნება, ათი თუ შვიდი, ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობა, გუშინდელი განცახდების შემდეგ, გაზიარებული აქვს ევროკომისიას, შესაბამისად, მის წარმოამდგენელს, ევროკავშირის ელჩს. რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია პირდაპირ. მე, ერთადერთი, ვისურვებდი, რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტების მიმართ. მე არანაირი მოლოდინი ბატონი პეტერის მიმართ არ მაქვს, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება “ქართული ოცნების” და მისი ამომრჩევლის მიმართ. ასე რომ, ამას ჩვენ ვერ შევცვლით. ელჩის ამოცანა არის, რომ იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის. ნაცვლად ამისა, მან დაწვა ყველა ხიდები საქართველოს ხელისუფლებასთან, – ამბობს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში