პაპის სიტყვების შემდეგ, ნატოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინას იარაღი სჭირდება და არა თეთრი დროშები

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უარყო პაპ ფრანცისკეს უკრაინისადმი მოწოდება თეთრი დროშის აღმართვის და რუსეთთან მოლაპარაკების თაობაზე და თქვა, რომ კონფლიქტის დასრულების საუკეთესო გზა ს შეიარაღებაა.
პაპის განცხადებების შესახებ 11 მარტს, სააგენტო როიტერსის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვას სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ თუ მსოფლიოს სურს მოლაპარაკების შედეგად გრძელვადიანი მშვიდობიანი გადაჭრა მოიძებნოს, საამისოდ საუკეთესო გზაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.
10 მარტს ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში 87 წლის პაპმა თქვა, რომ ს უნდა აღმოაჩნდეს “გაბედულება” რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თავისი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად.
ორ წელზე მეტხანს მიმდინარე ომში ათი ათასობით სამხედროა დაღუპული, ორივე მხარეს.
სტოლტენბერგის თქმით, ამჟამინდელ სიტუაციაში მოგვარება უკრაინისთვის კატასტროფული და ნატოსთვის საფრთხის შემქმნელი იქნება.