პაპაშვილის თქმით, ოდიშარიასთვის “მონას” დაძახების შემდეგ 3 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა

აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სუპერმარკეტში დეპუტატ ს “მონა” დაუძახა, მას სამი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
პაპაშვილი ყვება, რომ ოდიშარია მაღაზიაში შეხვდა, სადაც მას დაცვა ახლდა. იმ ადამიანებს შორის კი, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა, ოდიშარიას შვილიც იყო.
“მას დავუძახე თავისი სახელი, ის არის მონა, ს მონაა და ვთხოვდი პასუხს, რატომ გაყიდა ქვეყანა, რატომ გვინადგურებს მომავალს. ამაზე პასუხის იყო შეურაცხმყოფელი. ვუთხარი, რომ ის არის უზრდელი და უზრდელი ადამიანი გვისხედან პარლამენტში. […] დღეს უკვე ქართული ოცნების წევრები დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებიან და დაცვის თანხლებით დადიოდა მაღაზია და ალბათ სახლშიც უზიან. იმ დაცვამ არ მომცა შესაძლებლობა ახლოს მივსულიყავი, ცდილობდა ხელი ეკრათ და ხელი შეეშალათ, მემუქრებოდნენ. როდესაც გავედი გარეთ, ორი წუთი მოვანდომე გარეთ მეგობარს რომ დავლოდებოდი, ამ დროს მოვარდნენ მისი ზონდერები, მიკსი შვილიც ასევე ზონდერი აღმოჩნდა, რომელმაც ამაყად თქვა, რომ ოდიშარიას შვილი ვარო, სამი ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. ეს არ იქნება დასასრული, ყველგან დავხვდებით”, – ყვება პაპაშვილი.