” პანიკაში არიან. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ივანიშვილმა ბოლო სამი თვის განმავლობაში ორჯერ გააკეთა საჯარო მიმართვა”

“ქართული ოცნება” ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე,

– ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მან “ედისონ რისერჩის” კვლევები შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო გუნდი უმრავლესობით ვეღარ გაიმარჯვებს. შეგახსენებთ, Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა – 32.4% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 17.3% “ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს”, 12.8% – “ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს”, 11.2% – “საქართველოსთვის – გიორგი გახარიას”. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, მათი რეიტინგი ასეთია: “კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა – 9.9%, “გირჩი” – 5.2%, “ლეიბორისტული პარტია” 3.3%, “პატრიოტთა ალიანსი” და “ალტ ინფო” 2.6%, “მოქალაქეები” 2.2%, “ევროპული საქართველო” 1.9%, “სამართლიანობისთვის” – 0.9%, სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%. რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 72% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 28% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს. კვლევების, წინასაარჩევნო გარემოსა და სხვა ძალზე მნიშვნელოვანი ამბების შესახებ პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრება.

– Edison Research ხომ არ არის ისეთი რიგითი ორგანიზაცია, როგორიცაა მაგალითად “გორბი”? საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. მათ არაფრის ფასად არ აწყობთ სახელის გაფუჭება. გარდა იმისა, რომ ამ კვლევითი ორგანიზაციის მჯერა, თავადაც ასე წარმომიდგენია საზოგადოების განწყობები. როგორც მკვლევარი, პროცესებს ვაკვირდები და ჩემი შეხედულებები მაქვს. სხვათა შორის, Edison Research-ის კვლევები ყოველთვის ემთხვევა საბოლოო შედეგებს. არსებული რეალობის გათვალისწინებით “ქართულ ოცნებას” კარგი დღეები არ უდგას.

– რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ “ნაციონალური მოძრაობის” 17% მას შემდეგ, რა რყევებიც ამ პარტიაში მოხდა?

– თუ ამ კვლევებში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ახლების” ხმებს დავაჯამებთ, შედეგი ძალიან ახლოს არის იმ მაჩვენებელთან, რაც “ნაციონალებმა” ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე მიიღეს. აი, “ლელოსა” და გახარიას პარტიის მაღალი პროცენტები კი ნამდვილად გამიკვირდა და გამიხარდა.

– რას უკავშირებთ მათი პარტიის რეიტინგების ზრდას?

– “ლელომ” ფართოდ გახსნა კარი, როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი სუბიექტებისთვის, ასევე ცალკეული ინდივიდებისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ კვლევა მანამდეა ჩატარებული, ვიდრე “ლელო” კოალიციას გააფორმებდა ს, ალეკო ელისაშვილსა და “თავისუფლების მოედანთან”. თუმცა, “ლელოს” ლიდერებს უკვე გაცხადებული ჰქონდათ, რომ მზად არიან კოალიციისთვის. ალბათ, მოლოდინებმაც იმუშავა. აშკარაა, ადამიანებმა მხარი დაუჭირეს “ლელოს” გამსხვილებას, სადაც არც “ქართული ოცნება” იგულისხმება და არც “ნაციონალური მოძრაობა”.

– ამ კვლევის მიხედვით, 5%-იანი ბარიერის გადალახვა არც საპარლამენტო “გირჩს” არ უნდა გაუჭირდეს.

– აქ ერთი საინტერესო მომენტია, ზურა ჯაფარიძის “გირჩი” პარტია “ახალმა” შეიწოვა და დარჩა ერთი – იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის “გირჩი”. უნდა ითქვას, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ეს ორი გირჩი ერთმანეთში ერევა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ჯაფარიძისა და ხვიჩია-მეგრელიშვილის მომხრეებმა ერთ გირჩს მისცენ ხმა. ამიტომ ხვიჩია და მეგრელიშვილი ფრთხილად უნდა იყვნენ, კარგად შეისწავლონ საკუთარი ამომრჩეველი. დიდი ალბათობით, ჯაფარიძის მხარდამჭერები არჩევნებზე შეცდომას აღარ გაიმეორებენ.

– გასაგებია, რომ “ქართული ოცნება” ამ კვლევის შედეგებს საჯაროდ უცხადებს უნდობლობას, მაგრამ როგორ გგონიათ, როგორია ამ პოლიტიკური ძალის ლიდერების განწყობები და მოლოდინები?

– პანიკაში არიან. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ივანიშვილმა ბოლო სამი თვის განმავლობაში ორჯერ გააკეთა საჯარო მიმართვა. წლებია, რაც მას ხალხისთვის არ მოუმართავს. შარშან საშინელი ტრაგედია დატრიალდა შოვში და მაშინაც კი, ერთი პატარა განცხადება არ გაუკეთებია, სამძიმარიც არ უთქვამს. როგორც ჩანს, ეგონა, რომ ყველაფერი მის სასარგებლოდ იყო და მართლა აღარ ფიქრობდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თორემ იმ ტრაგედიას როგორ არ გამოეხმაურებოდა? ადგილზეც ჩავიდოდა და ეკლესიასაც ააშენებდა. ე.ი. ივანიშვილის ქცევები მეტყველებს იმაზე, რომ ისიც და მისი გუნდიც პანიკაში არიან.

– რამდენად შესაძლებელია, ივანიშვილმა ისევ შეძლოს “ქართული ოცნების” გადარჩენა? ფიქრობთ, რომ ხალხს მის მიმართ, როგორც თავადვე ამბობდა, ისევ ჭარბი ნდობა აქვს ან ვინმეს, თუნდაც “ქართული ოცნების” ელექტორატს სჯერა, რომ ის პოლიტიკიდან მართლა იყო წასული და მმართველი გუნდის სხვა ლიდერები დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს?

– “ქართულ ოცნებას” ჰყავს მიამიტი, უფრო სწორად, მითოლოგიების მოყვარული ამომრჩეველი. ამ კატეგორიის ელექტორატისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ივანიშვილის გამოჩენა. შეგახსენებთ, გახარია რომ წავიდა პარტიიდან, გავრცელდა ჭორი, თითქოს ის ბატონი ბიძინას თამი მონაწილეობდა და რა გამოაქვეყნა ივანიშვილმა? ის ჩემთან არ არისო. სამი თვის წინ, 29 აპრილს ხომ წარდგა საზოგადოების წინაშე, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ჩამოაყალიბა თავისი ხედვები. წესით, ახლა აღარ უნდა გამოსულიყო ასპარეზზე, მაგრამ გამოჩნდა იმიტომ, რომ ხალხს შეახსენოს, მე ისევ აქ ვარო. თქვენ სწორად შენიშნეთ: ეს ის ბიძინა აღარ არის, რაც ადრე იყო, მაგრამ “ქართულ ოცნებას” სხვა, უკეთესი დივიდენდი აღარ აქვს. შეიძლება ვეღარც უშველოს ივანიშვილმა თავისი გამოჩენით “ოცნებას” და ეს პოლიტიკური ძალა მაინც ჩაიძიროს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადარჩენის მცირე შანსი მაინც აქვს.

– გასულ კვირას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ ქილიკის საგნად აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადება იმის შესახებ, რომ ში მყოფი, ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით, ს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდებოდა. მმართველი გუნდის ლიდერები ცდილობენ თემას აქტუალობა არ დაუკარგონ, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის სხვა ლიდერები. მათი მტკიცებით, ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტია და “აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ის დანაშაულებრივი გეგმების მთავარი ადრესატი იყოს”. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

– ის, რასაც უსაფრთხოების სამსახური და მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, არის აბსურდის აბსურდი. წარმოუდგენელია, შეუძლებელია, ტერორისტულ აქტში მონაწილეობდეს 300 კაცი. ასეთ დანაშაულებში, როგორც წესი, 3-5, მაქსიმუმ 10 კაცი მონაწილეობს და იმისთვის, რომ საქმე საიდუმლოდ დარჩეს, შეთქმულების მონაწილეებმა ერთმანეთის ვინაობაც კი არ იციან. 300 კაცში ან საიდუმლოს როგორ შეინახავ, ან ამდენ თავზე ხელაღებულ ადამიანს სად შეყრი ერთად? ეს ყველაფერი გათვლილია მიამიტ ამომრჩეველზე, რომ აი, ვითომ რამხელა ძალა ებრძვის ბიძინა ივანიშვილს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ