პანელური დისკუსია დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით – რა გზავნილები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს

ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაში. გამოსვლაში მთავარი აქცენტი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაკეთდა. ს განცხადებით, საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკაა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ 2022-წელს ქვეყნის ეკონომიკა 10.4%-ით, 2023 წელს კი 7%-ით გაიზარდა. 1%-ზე ნაკლები იყო ინფლაციის მაჩვენებელი. ქვეყანა აფართოებს ვაჭრობას, კავშირებსა და ურთიერთობებს. რეკორდული მაჩვენებელი იყო ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც.
“საქართველოს ეკონომიკა ამჟამად ძალიან სწრაფად ვითარდება, გასულ 3 წელიწადში ეკონომიკა გაიზარდა ძალიან სწრაფად და ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა ვართ. 2 წლის წინ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.5 %-ით, 2022-ში კი 10.4 %-ით, გასულ წელს 7 %-ით. ინფლაციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი და გასული 7 თვის განმავლობაში, ის 1 %-ზე ნაკლები იყო.
მიმდინარე წელს ველოდებით 5%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას და ეს ძალიან კონსერვატიული შეფასებებით. ასე რომ, ძალიან კარგი ეკონომიკური სიტუაციაა და პოლიტიკურადაც საქართველო ძალიან სტაბილურია. თქვენ ახსენეთ ვაჭრობა – საქართველოში, ამ მხრივ, ყველაფერი იზრდება.ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს ვაჭრობას, კავშირებსა და ურთიერთობებს. მსურს ასევე ვახსენო,რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, ჩვენ ვიხილეთ რეკორდული მაჩვენებელი, განსაკუთრებით კი იმ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც დეკემბერში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო გახდა. ამის შემდეგ, ჩვენ ველით კიდევ უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას საქართველოს მიმართულებით,”- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზეც გააკეთა აქცენტი. ისაუბრა ანაკლიის პორტის მშენებლობაზეც, რომელიც წელს დაიწყება, სარკინიგზო მოდერნიზაციის პროექტებზე, ახალი აეროპორტების მშენებლობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი ჩინეთში ვიზიტიც გაიხსენა, რომელიც შუა დერეფნის ალტერნატიული მიმართულებით არის დაინტერესებული. პრემიერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პრემიერმა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზეც ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული, სტრატეგიული მდებარეობა აქვს და მოწადინებულები ვართ ამ ე.წ. “შუა დერეფნის” განვითარებაში, რაც ძალიან საინტერესო ალტერნატიული გზაა.
2 წლის წინ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას, ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. მკაფიო გეგმა გვაქვს, თუ როგორ უნდა გავავითაროთ შუა დერეფანი ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მიმართულებით და პირიქით. ზუსტად ვიცით რა უნდა გაკეთდეს, ეს გულისხმობს პორტების უნარიანობის გაზრდას, ასევე სარკინიგზო ორგანიზებას, აეროპორტებს,საგზაო ინფრასტრუქტურას.
მიმდინარე წელს ჩვენ გვსურს დავიწყოთ ანაკლიის ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სარკინიგზო მოდერნიზაციის პროექტებიც პროცესშია და წელს დასრულდება და შედეგად საქართველოს სარკინიგზო შესაძლებლობები გაორმაგდება და მიაღწევს 48 მილიონ ტონაზე მეტს. ჩვენ ვაპირებთ ახალი აეროპორტის მშენებლობას, რადგან გვსურს ვპოზიციონირებდეთ, როგორც ინვაციური ჰაბი და არსებობს სრული პოტენციალი საამისოდ, ჩვენი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, ნაწილი კი 2 წელიწადში.
მსურს ხაზი გავუსვა “შუა დერეფნის” ალტერნატიული მიმართულებების მიმართ ჩინეთის ინტერესის მნიშვნელობას.გასულ წელს ჩინეთში წარმატებული ვიზიტი მქონდა, შევხვდი პრეზიდენტ სი ძინ პინს და გადავწყვიტეთ,ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონემდე აგვემაღლებინა. ჩინეთის ინტერესი შუა დერეფნის მიმართ გაცხადებულია პრეზიდენტი სი ძინ პინის მიერ, და ვფიქრობ ეს ამ დერეფნის განვითარებას მეტ იმპულსსა და ენერგიას მისცემს.
მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს,რომლებმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ისტორიულ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. ეს უდიდესი მიღწევაა ჩვენი მთავრობისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ და დიდ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირის გზაზე ასოცირების ხელშეკრულებით, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობით, ვიზალიბერალიზაციით და ახლა ეს გადაწყვეტილება იყო ერთგვარი კულმინაცია. მსურს ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მშპ გაორმაგდა. დოლარში, 2020 ში ერთ მოსახლეზე მან შეადგინა 4 250 დოლარი, წელს ის იქნება 8 600 $ გახდება,”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა

გიორგი ტყემალაძე: როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი