პანდემიის შემდეგ ყველაზე სწრაფად MICE ტურიზმი გაიზარდა – „ლოპოტა სპა რეზორტი“

“ლოპოტა სპა რეზორტისთვის” MICE ტურიზმი საკმაოდ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს MICE ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებაზე როგორც მარკეტინგული მიმართულებით, ისე ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით.
“ყოველწლიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში,სადაც რეალურად ბიზნეს ტურიზმის წარმომადგენლებს ვხვდებით. მოთხოვნა არის, თუმცა, მზარდი ტენდენციაა და ვფიქრობთ, რომ ამ სეგმენტს განვითარების პერსპექტივა აქვს. ჩვენთან MICE ტურიზმზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ჩვენი ლოკალური ბიზნეს სექტორი თავისთავად ქმნის ჩვენს საბაზისო ბიზნესს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომერციული სეგმენტი. აქ მოიაზრება სახელმწიფო, დიპლომატიური სეგმენტიც. ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ლოპოტა არის ის ადგილი, სადაც ნებისმიერი ინდუსტრიის წარმომადგენელი სიამოვნებით გვსტუმრობს,”- აცხადებს ღლიღვაშვილი.
“ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ყველაზე სწრაფად MICE ტურიზმი გაიზარდა. “პანდემიამდე რა სიტუაციაც იყო საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, შეიძლება ჯერ იქამდე ვერ მივედით, თუმცა, მიახლოებულები ვართ,”-აცხადებს ღლიღვაშვილი.

ვრცლად bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ