პანდემიის დროს, უსამშობლოები დადგნენ ვირუსის გავრცელების მხარეს და ეწოდათ “კორონაცები”, კარტელური ფასების აღმოფხვრის დასაწყისიდან კი “კარტელნაცებად” იქცნენ, რეფორმა რამდენიმე დღეში შედეგებს არ იძლევა ნაციმბეცილებო

პანდემიის დროს, უსამშობლოები დადგნენ ვირუსის გავრცელების მხარეს და ეწოდათ “კორონაცები”, კარტელური ფასების აღმოფხვრის დასაწყისიდან კი “კარტელნაცებად” იქცნენ, რეფორმა რამდენიმე დღეში შედეგებს არ იძლევა ნაციმბეცილებო
ავსულთა ბინძური პროპაგანდა მათი ოჯახებისთვისაც საზიანოდ, მაქსიმალურად ცდილობს მთავრობის მეთაურის სასარგებლო ინიციატივის დისკრედიტაციას. შესწავლა არ დაწყებულა და უწიგნურ “ჟურნალისტებს” დააწანწალებენ აგრარულ ბაზრებში, საახალწლოდ ჩვეული მაღალი ფასების დასაფიქსირებლად, თითქოს 4 დღეში უნდა განხორციელებულიყო ფუნდამენტური ცვლილება – წერს ანალიტიკოსი გაია აბაშიძე „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მეხუთე კოლონის ეს მცდელობაც, რომ მორიგი მტრობით როგორმე ჩააგდონ ფასებზე კარტელური გარიგებების უმახინჯესი პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესი, ხმაურიანად მიექანება მორიგ ლაფში. „პანდემიის დროს, უსამშობლოები დადგნენ ვირუსის გავრცელების მხარეს და ეწოდათ “კორონაცები”, კარტელური ფასების აღმოფხვრის დასაწყისიდან კი “კარტელნაცებად” იქცნენ, რეფორმა რამდენიმე დღეში შედეგებს არ იძლევა ნაციმბეცილებო! ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი მოკვლევის საფუძველზე, პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ სუპერმარკეტების ქსელში ხელოვნური ფასნამატებია და ამას სჭირდება საფუძვლიანი შესწავლა.
რასაკვირველია, კომპლექსურ ანალიზს დრო მიაქვს, უსაშველო ნაცოპოზიციამ კი, სოლიდარობა გამოუცხადა სიძვირეს. ავსულთა ბინძური პროპაგანდა მათი ოჯახებისთვისაც საზიანოდ, მაქსიმალურად ცდილობს მთავრობის მეთაურის სასარგებლო ინიციატივის დისკრედიტაციას. შესწავლა არ დაწყებულა და უწიგნურ “ჟურნალისტებს” დააწანწალებენ აგრარულ ბაზრებში, საახალწლოდ ჩვეული მაღალი ფასების დასაფიქსირებლად, თითქოს 4 დღეში უნდა განხორციელებულიყო ფუნდამენტური ცვლილება. მეხუთე კოლონის ეს მცდელობაც, რომ მორიგი მტრობით როგორმე ჩააგდონ ფასებზე კარტელური გარიგებების უმახინჯესი პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესი, ხმაურიანად მიექანება მორიგ ლაფში. სუპერ ტლუა ნებისმერი ნაცოპოზიციონერი, რომელიც მაღალი ფასების შენარჩუნებას იცავს.“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა