“პანდემიას თუ არ ჩავთვლით, დეკემბერში ტურისტული შემოსავლები 1995 წლის შემდეგ პირველად შემცირდა” – ექსპერტი

ტურიზმის ექსპერტი, ვანო ვაშაყმაძე აცხადებს, რომ 2024 წლის დეკემბრის თვე ტურიზმიდან მიღებული შემოსვლების წლიური შემცირების პირველი შემთხვევაა 1995 წლიდან დღემდე, თუ არ ჩავთვლით პანდემიურ წელიწადს – ამის შესახებ ვანო ვაშაყმაძემ “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, შემოსავლების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა ვითარებამ იქონია.
“დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის თქმას, რომ არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა აზარალებს ყველა ეკონომიკურ მიმართულებას, მათ შორის, განსაკუთრებით, ტურიზმს, რომელიც სტუმარმასპინძლობას ეფუძნება და მაღალი კონკურენციით გამოირჩევა, რადგან მოგზაურს არჩევანი აქვს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში წავიდეს.