პანამის სასამართლომ “პანამის არქივის” საქმეზე ყველა ფიგურანტი გაამართლა

პანამის სასამართლომ „პანამის არქივის“ (“პანამის ქაღალდების”) ფარგლებში ფულის გათეთრების საქმეში ყველა 28 ბრალდებული გაამართლა, მათ შორის იურგენ მოსაკი, Mossack Fonseca იურიდიული ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამის შესახებ პანამის სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატი იტყობინება.

გარდა ამისა, სასამართლომ, როიტერის თანახმად, შეწყვიტა Mossack Fonseca-ს მეორე თანადამფუძნებლის, რამონ ფონსეკას დევნა, რომელიც 2024 წლის მაისში გარდაიცვალა.

ამ საქმეებში ყველა ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენის მიზეზი იყო ის, რომ ჟურნალისტების მიერ 2016 წელს Mossack Fonseca-ს სერვერებიდან მოპოვებული მტკიცებულებები ვერ იქნა გამოყენებული საქმეში იმის გამო, რომ მათი შეგროვება არ მოხდა იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც ასეთ შემთხვევებში გამოიყენება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ შეგროვებულ მტკიცებულებებს არ ჰქონდათ”ჰეშ ღირებულებები”, თითოეული დოკუმენტის უნიკალური „ანაბეჭდები”, რომლებიც კრიმინალისტებს საშუალებას აძლევს დაადგინონ მათი ნამდვილობა.
2016 წლის 3 ოქტომბერს გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) გამოაქვეყნა „პანდორას ქაღალდები“ – დოკუმენტები, რომელიც შეიცავს დიდძალ საყურადღებო ინფორმაციას მსოფლიო მასშტაბით არსებული ოფშორული კომპანიებისა და მათი რეალური ბენეფიციარების შესახებ.
მათ შორისაა ს პრეზიდენტთან დაახლოებული არაერთი რუსი მაღალჩინოსანი, მენეჯერი და პუტინის საყვარელი და მისი, ქორწინების გარეშე გაჩენილი ქალიშვილის დედაც კი – ასე სვეტლანა კრივონოგიხს რუსი ჟურნალისტები მოიხსენიებენ.

„პანამის ქაღალდების“ წყალობით მსოფლიომ შეიტყო „პუტინის ყულაბის“ სახელით ცნობილი ჩელისტი სერგეი როლდუგინის შესახებ. იგი დაკავშირებული აღმოჩნდა რამდენიმე ოფშორულ კომპანიასთან, რომელთა მეშვეობითაც დაიდო მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგებები, ასევე კონტროლდებოდა ძირითადი რუსული საწარმოების აქციები. როლდუგინის საკუთრებაში არსებული ოფშორული კომპანიების მეშვეობით სულ მცირე 2 მილიარდი დოლარი გადარიცხა.
„პანამის ქაღალდების“ მიხედვით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, 1998-2016 წლებში ოფშორულ ზონაში 12 კომპანია დაურეგისტრირებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ