პანამის პრეზიდენტი პანამის არხში ამერიკული გემების გავლის საფასურის შემცირებას არ აპირებს

პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ არ აპირებს -ის არჩეული პრეზიდენტის ს მოთხოვნის შესაბამისად, პანამის არხში ამერიკული გემების გავლის საფასურის შემცირებას.
„ჩემი პასუხია არა. ფასები წესდება არა პრეზიდენტების ან არხის ადმინისტრაციების ახირებით. ეს არის ღია, საჯარო პროცესი,“ – ციტირებს მულინოს ხუთშაბათს ესპანური სააგენტო EFE.
მულინომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ 2025 წლის იანვარში, ის მზად იქნება მასთან განიხილოს ისეთი საკითხები, როგორიცაა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.
ამასთან, პანამის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პანამის არხზე კონტროლის მიღებას ვერ შეძლებს.
interfax