პანამის არხი უარყოფს აშშ-ს განცხადებას, რომ არხში აშშ-ს მთავრობის გემებს უფასოდ გაატარებენ

პანამის არხის ადმინისტრაციამ უარყო -ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ ამერიკის მთავრობის ხომალდები არხის გავლას გადასახადების გადახდის გარეშე შეძლებენ.
არხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადასახადებისა და არხის გავლის უფლების მხრივ არანაირი ცვლილება არ მომხდარა.
ცნობისთვის გუშინ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პანამის მთავრობა არხში აშშ-ს მთავრობის ხომალდების გადასახადების გადახდის გარეშე გატარებაზე დათანხმდა.