პანამამ უარყო, რომ ამერიკული სახელმწიფო გემები პანამის არხით უფასოდ ისარგებლებენ

პანამის სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც არხის მართვასა და მომსახურებას უზრუნველყოფს, განაცხადა, რომ გადახდის სისტემაში არანაირი ცვლილება არ არის.
ამასთან, არხის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის ამერიკულ მხარესთან დიალოგისთვის სამხედრო გემების ტრანზიტის საკითხზე.
რამდენიმე საათით ადრე, 5 თებერვალს ღამით, -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამიერიდან ამერიკული სახელმწიფო გემები პანამის არხს გადასახადის გარეშე გამოიყენებენ, რაც შეერთებული შტატების მთავრობას წელიწადში მილიონობით დოლარს დააზოგვინებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციამდე, 2024 წლის დეკემბერში, უკმაყოფილება გამოთქვა პანამის არხით ამერიკული გემების მიმოსვლის მაღალი ტარიფების გამო, რასაც „უსამართლო“ უწოდა და განაცხადა, რომ „ქვეყნის სრული ძარცვა დაუყოვნებლივ შეწყდება“.
ტრამპის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც პანამის არხის უმსხვილესი მომხმარებელია, 110 წლის წინ გახსნილი არხის მშენებლობისთვის დიდი ადამიანური მსხვერპლი და დიდი თანხა გაიღო, პრეზიდენტმა კარტერმა კი „სისულელე“ ჩაიდინა და არხი პანამას „ერთ დოლარად მისცა“.
ს განცხადებით, არხი უნდა ემართა პანამას და არა ჩინეთს ან ვინმე სხვას, ამიტომ არ დაუშვებენ, რომ არხი უცხო ხელში აღმოჩნდეს.
პასუხად პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ არხის თითოეული კვადრატული მეტრი და მისი მიმდებარე ტერიტორია პანამას ეკუთვნის და ქვეყნის საკუთრებად დარჩება, ტარიფები კი დადგენილია საბაზრო პირობების და არხის მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების მიხედვით.
პანამის პრეზიდენტის თანახმად, არხს არც პირდაპირ და არც ირიბად არ აკონტროლებს არც ჩინეთი, არც ევროკავშირი, არც აშშ და არც სხვა რომელიმე ქვეყანა და პანამის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა განხილვის საგანი ვერ იქნება.
2025 წლის 2 თებერვალს პანამაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელმაც პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსთან მოლაპარაკებისას უკმაყოფილება გამოთქვა პანამის არხზე ჩინეთის გავლენის გამო.
3 თებერვალს პრეზიდენტმა მულინომ განაცხადა, რომ პანამა აღარ გააგრძელებს 2017 წელს გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთთან ერთად მონაწილეობას პროექტში „ერთი სარტყელი-ერთი გზა“.
· აშშ პანამის არხს 1999 წლის ბოლომდე აკონტროლებდა.
· 2000 წლიდან კონტროლი პანამას გადაეცა აშშ-ის პრეზიდენტ კარტერის და პანამის ლიდერ ტორიხოსის მიერ 1977 წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.
· პანამის ტერიტორიაზე მდებარე არხი ერთმანეთთან აკავშირებს წყნარ და ატლანტის ოკეანეებს.