უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ბრიგადის გენერალი პავლო პალიცა ამბობს, რომ გაარკვიეს რუსეთის საგაზაფხულო და საზაფხულო კამპანიის დეტალები. როგორც პალიცა ამბობს, რუსეთში პირველად განიხილავენ ვინიციის ოლქში ბუფერული ზონის შექმნას.
ვინიციის ოლქი მოლდოვის ტერიტორიაზე მდებარე დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ესაზღვრება. ეს ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულია.
“მათ გეგმებში გამოჩნდა ვინიციის ოლქში, არაღიარებული დნესტრისპირეთის მხრიდან, ბუფერული ზონის შექმნის პუნქტიც კი. მსგავსი სახის გეგმა პირველად შეინიშნება. ღიად ვიტყვი, რომ აქ პანიკის შექმნა არ ღირს, რადგან მოცემულ მომენტში ვერ ვხედავ, რომ მათ ამ მიზნების აღსრულებისთვის ძალა ჰქონდეთ.” – თქვა პალიცამ.
პალიცამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ხშირად ცვლის გეგმებს მანამ, სანამ მათი შესრულების დრო მოვა. მან ხაზი გაუსვა, რომ წელს ოკუპანტები მეტწილად დონბასის მიმართულებით იქნებიან ფოკუსირებული და ეცდებიან სამხრეთით წინსვლასაც.
პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის გეგმებში რჩება ბუფერული ზონის შექმნა ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში.