„პალიტრა L-მა“ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია დაიწყო

„პალიტრა L-ი“ აქციის ფარგლებში „გადაიხადე რამდენიც გინდა“ მიხეილ ჯავახიშვილის რომანს „ჯაყოს ხიზნებს“ გთავაზობთ. მიღებულ თანხას გამომცემლობა სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის ოჯახს გადაურიცხავს. კამპანია 24 იანვარს დაიწყო.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სასურველ ფასად შეიძინონ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „ჯაყოს ხიზნები“. თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი 5 ლარამდე თანხის 10% გადაერიცხება პატიმრის ოჯახს, მეტის გადახდის შემთხვევაში კი – თანხა სრულად ბენეფიციარს მოხმარდება.
ცნობისთვის, ვე­ფხია კას­რა­ძე, ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ვე­ტე­რა­ნია. ის 4 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში მონაწილეო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ