„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა ტელეფონი დაუმტვრია

„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტსს მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რითაც პირდაპირ ეთერში მუშაობდა.
„ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. „ლაივი“ მქონდა, ტელევიზიაში ვიყავი ჩართული. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი“, – აცხადებს მარიამ მაზიაშვილი.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. დააკავეს რამდენიმე პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს