პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო – დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ტულკარემში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია მრავალი სხვა ადამიანი.
ამასთან, ს თავდაცვის ძალებისა და ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (შინ ბეთი) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმის სამიზნე იყო ზაჰი იასერ აბდ ალ-რაზექ ოუფი, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური, რამდენიმე სხვა მებრძოლთან ერთად. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოუფი უახლოეს მომავალში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა.

ასევე დაგაინტერესებთ