პალესტინის ხელისუფლება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება და ისრაელს აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

პალესტინის ხელისუფლება მიესალმება დროებით ჰუმანიტარულ შეთანხმებას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, რომელიც მძევლების გათავისუფლების საშუალებას იძლევა.
პალესტინის ხელისუფლება ისრაელს აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და ხელმძღვანელობა ჰუმანიტარული ზავის შესახებ შეთანხმებას მიესალმებიან, აფასებენ კატარისა და ეგვიპტის ძალისხმევას და აგრძელებენ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შეწყვეტის და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის შესახებ მოწოდების გაკეთებას“, – აცხადებს პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი ჰუსეინ ალ-შეიხი.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო