პალესტინის სახელმწიფო ესპანეთმა და ირლანდიამაც აღიარეს

ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.
ესპანეთის მთავრობის პრესსპიკერმა, პილარ ალეგრიამ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, რასაც ერთი მიზანი აქვს: დაეხმაროს ისრაელელებსა და პალესტინელებს მშვიდობის მიღწევაში.
ირლანდიის მთავრობამ ასევე ოფიციალურად განაცხადა, რომ პალესტინას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.
„მთავრობა პალესტინას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს და დუბლინსა და რამალას შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდა“, – ნათქვამია ირლანდიის მთავრობის განცხადებაში.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდმა განაცხადა, რომ 30 წელზე მეტია ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცველია
„დღეს, როდესაც ნორვეგია ოფიციალურად აღიარებს პალესტინას, როგორც სახელმწიფოს, ეს არის ნორვეგიისა და პალესტინის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპი“, – აღნიშნა ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი: პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს ასიმეტრიული და კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან

სალომე სიმონია: ისედაც მილიონერმა დეპუტატებმა, ბოლო 2 წელში საკუთარი ხელფასები 8 200 ლარით გაზარდეს და თვეში 12 800 ლარი დაინიშნეს. ხოლო, საარსებო მინიმუმი პირიქით, შეგვიმცირეს და 250,9 ლარი დაგვიწესეს