პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხარს კანადაც უჭერს

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად იმუშავებს, რათა პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას მიაღწიოს.
„კანადა მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილებას, რომელიც ებრაელებისა და პალესტინელებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია იქნება. კანადა აქტიურად იმუშავებს ყველა ფორმატში ამ მიზნის მისაღწევად, მათ შორის მომავალ კვირას ნიუ-იორკში დაგეგმილი მაღალი დონის გაეროს კონფერენციაში საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით“, – დაწერა კარნიმ.
კანადის მთავრობის თავმჯდომარემ გააკრიტიკა და ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვაში დასდო ბრალი. მან ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ხოლო დაჯგუფება „ჰამასს“ ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, გუშინ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სექტემბერში პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. მარკონის ეს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაგმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?