პალესტინის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადეს, – ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
„გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში სიტუაციის უპრეცედენტო ესკალაციისა და ღაზის სექტორში გენოციდისა და შიმშილის ფონზე“, – აღნიშნულია მუჰამედ შტაიეს განცხადებაში.
მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს დღეს წარუდგინა.
მისი თქმით, შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას მოითხოვს.