პალესტინის პრემიერი – ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, არარეალურია, ეს არ მოხდება

პალესტინის პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ შტაიეს განცხადებით, არარეალურია ის, რომ ისრაელი შეძლებს „ჰამასის“ აღმოფხვრას.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ „ჰამასი“ არის პალესტინის პოლიტიკური მოზაიკის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, ვფიქრობ, არარეალურია, ეს არ მოხდება და სრულიად მიუღებელია ჩვენთვის“, – განაცხადა პალესტინის პრემიერმა დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, დღეს, პალესტინელების მთავარი საზრუნავი არის ის, რომ სურთ შეწყდეს სისასტიკე და გენოციდი.
„გვჭირდება ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც ბოლოს მოუღებს პალესტინელთა ამ ტანჯვას, რომელიც დაიწყო 75 წლის წინ. მოვლენები პალესტინაში მხოლოდ 7 ოქტომბერს არ დაწყებულა”, – აღნიშნა პალესტინის პრემიერმა.
შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ გაანადგურებს „ჰამასს“, რომელმაც 7 ოქტომბერს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაახლოებით 1 200 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი ადამიანი კი მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

თამარ ჩერგოლეიშვილი – ერთადერთი, რაც გვჭირდება, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე