პალესტინელთა ჯანდაცვის უწყება: ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 40 ათასზე მეტია

პალესტინელთა ტერიტორიის – ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 40 ათასზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული ჰამასის (-ში, ბრიტანეთში და ევროპის კავშირის ქვეყნებში ტერორისტულად შერაცხილი) წინააღმდეგ ს ომის განმავალობაში.
ეს განცხადება გავრცელდა 11-თვიანი კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით შუამავლობის ახალი მცდელობების დროს.
ამ მონაცემების შეგროვებისას არ არის გაყოფილი სამოქალაქო და სამხედრო პირების შესახებ მონაცემები. AP-ის თანახმად, ის ასახავს ღაზის სექტორში ისრაელის იერიშის მასშტაბებს.
ეს ოპერაცია უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამადგურებელი სამხედრო კამპანიაა. ომი დაიწყო შარშან 7 ოქტომბერს, როცა ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა ჰამასი. ამ ინციდენტს მოჰყვა 1200 ადამიანის დაღუპვა, ხოლო 250 მძევლად იქნა აყვანილი ჰამასის მიერ.
საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით კატარში გამართული მოლაპარაკების მონაწილეები ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას და მძევლების განთავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ