პალესტინელთა ცნობით, ღაზაში ისრაელის იერიშს ემსხვერპლა 30-მდე პირი, ძირითადად ქალები და ბავშვები

პალესტინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ღაზაში ს საჰაერო დარტყმის შედეგად ოცდაათამდე ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ღაზაში ისრაელის ტანკების იერიშმა მოსახლეობა აიძულა, გაქცეულიყვნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან. 10 ივლისს ისრაელმა წამოიწყო საბრძოლო მოქმედებები, რამაც, დაჯგუფება ჰამასის თქმით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ზავის შესახებ მოლაპარაკებებს (-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).
საჰაერო დარტყმა განხორციელდა ადგილნაცვალი ოჯახების კარვებზე, რომლებიც სკოლის შენობის წინ იყო განლაგებული ქალაქ აბასანში, ღაზის სამხრეთ ნაწილში. დაიღუპა მინიმუმ 29 ადამიანი, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყო, იტყობინებიან პალესტინელთა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ იძიებს ცნობებს, რომ დაზარალდნენ სამოქალაქო პირები. მისი თქმით, ინციდენტი მოხდა მაშინ, როცა მან „ზუსტი ამუნიციით“ განახორციელა შეტევა ჰამასის მებრძოლის წინააღმდეგ, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდა.
ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ სამშაბათს ისრაელის იერიშებს 60 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა.
ადგილობრივი მოსახლეობის თანახმად, ქალაქ ღაზის რამდენიმე რაიონში ისრაელის ტანკები შევიდნენ. ისინი ცეცხლს უშენენ გზებსა და შენობებს და ამის გამო მოსახლეობა იძულებულია, სახლები მიატოვოს.
მანამდე ისრაელმა ევაკუაციის განკარგულება გასცა და პალესტინელებს უბრძანა, დაეტოვებინათ ქალაქ ღაზის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილების ზოგიერთი რაიონი.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ.
· ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა.
· ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.
· 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ტყვეობაში რჩება 120-ზე მეტი. მათგან 41 დაღუპულადაა მიჩნეული.
· ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე დაიღუპა 38 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
· ისრაელს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ადანაშაულებს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს საკითხის განხილვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ სა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის თაობაზე ღაზის სექტორში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით.