პალესტინელთა პრეზიდენტი: ჰამასს არ ექნება როლი ომისშემდგომი ღაზას მმართველობაში

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ მისი ხალხი გმობს 2023 წელს ჰამასის თავდასხმას ისრაელზე და რომ ომის დასრულების შემდეგ ჰამასს არ ექნება როლი ღაზას მმართველობაში და იარაღის ჩაბარება მოუწევს.
მაჰმუდ აბასმა გაეროს გენერალურ ასამბლეას ვიდეოზარით მიმართა, რადგან ერთი თვის წინ -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მას ვიზა გაუუქმა.
გამოსვლისას მაჰმუდ აბასმა თქვა, რომ ღაზაში მყოფი პალესტინელები „გენოციდს, განადგურებია, შიმშილსა და იძულებით გადაადგილებას“ განიცდიან ს მხრიდან. „სამართალი არ იქნება, თუ პალესტინა არ გათავისუფლდება“, – თქვა მან.
„„მიუხედავად იმისა, რაც ჩვენმა ხალხმა განიცადა, ჩვენ ვგმობთ იმას, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ჩაიდინა. ისრაელის მოქალაქეების მიზანში ამოღება და მძევლების აყვანა არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და არც მათ სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის” – განცხადა აბასმა და დასძინა, რომ “ღაზის სექტორი პალესტინის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია და, რომ ჩვენ მზად ვართ, სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ იქ მმართველობასა და უსაფრთხოებაზე”.
მაჰმუდ აბასმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებს, რომლებმაც ღაზას ომის დროს პალესტინელების დასაცავად ამოიღო ხმა და თქვა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის ბოლოდროინდელმა აღიარებებმა მის ხალხს მშვიდობისა და კონფლიქტის დასრულების იმედი მისცა. ის მიესალმა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და კანადის ბოლოდროინდელ განცხადებებს პალესტინის აღიარების შესახებ და სხვა ქვეყნებსაც იმავეს გაკეთებისაკენ მოუწოდა.
თუმცა, მან დასძინა, რომ სიმბოლური აღიარება საკმარისი არ არის ამჟამინდელი მომენტის მოსაგვარებლად.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არ გვინდა შეიარაღებული სახელმწიფო. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი ჭრილობები ღრმაა და ჩვენი უბედურება დიდია“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.
ფორუმი