პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეები აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ენ არბორში მდებარე უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ. ამის შესახებ Michigan Daily წერს.
200-მდე აქციის მონაწლე, პალესტინის დროშებით, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, სანტა ონოს ოფისთან მივიდნენ და მოუწოდებდნენ, რომ ზურგი შეექციათ ისრაელისთვის.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 2 პოლიციელი დაშავდა. შენობაში შეჭრის ფაქტზე 40 დემონსტრანტი დააკავეს.