პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებამ შეაჩერა ალ ჯაზირას მაუწყებლობა

პალესტინელთა ხელისუფლებამ გასცა ტელეარხ ალ ჯაზირას მაუწყებლობის შეჩერების განკარგულება. კატარში დაფუძნებულმა სატელევიზიო ქსელმა დაგმო 2 იანვარს ეს ნაბიჯი, რომელიც ემსგავსება ს გადაწყვეტილებას. ნაბიჯი დაგმეს პრესაზე დამკვირვებლებმა და გაეროს ადამიანის უფლებათა სამსახურმა, რომელმაც მოუწოდა პალესტინელთა ავტონომიას, “შეცვალოს კურსი და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს”.
ალ ჯაზირას უკვე აეკრძალა ისრაელიდან მაუწყებლობა პრემიერმინისტრ ს მთავრობასთან ხანგრძლივი უთანხმოების ფონზე.
სექტემბერში, ისრაელის ნიღბიანმა ჯარისკაცებმა დაარბიეს ალ ჯაზირას ოფისი პალესტინელთა ტერიტორიაზე – იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაჰში, სადაც პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლების ადგილსამყოფელია. ამ დროს გაიცა პირველადი 45-დღიანი დახურვის ბრძანება, რაც პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა, როგორც პრესის თავისუფლების “უხეში დარღვევა” იმ დროს.
ალ ჯაზირამ ეთერში გადასცა კადრები, რომლებზეც სავარაუდოდ, პალესტინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შედიან ტელემაუწყებლის ოფისში რამალაჰში და გადასცემენ შეჩერების ბრძანებას.
ტელეარხმა დაგმო ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ის “ისრაელის საოკუპაციო პრაქტიკის” მსგავსია და საკუთარი მედია გუნდის წინააღმდეგაა მიმართული”. მან დაადანაშაულა პალესტინელთა ავტონომია, რომელსაც შეზღუდული ადმინისტრაციული კონტროლი აქვს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, “პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ ნაწილში მწვავე მოვლენების გაშუქებისგან ალ ჯაზირას შეკავების მცდელობაში.”
პალესტინელთა ავტონომიის უსაფრთხოების ძალები რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეობდნენ შეიარაღებულ მებრძოლებთან სისხლიან შეტაკებაში ჩრდილოეთ ქალაქ ჯენინში და მის მიმდებარე ლტოლვილთა ბანაკში. ალ-ჯაზირას აკრძალვა დაგმეს პრესის თავისუფლების ორგანიზაციებმა და გაეროს ადამიანის უფლებათა სამსახურმა. სამხედრო დაჯგუფება ჰამასმა, (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული) რომელიც პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის მოძრაობა “ფათაჰის” (ეს მოძრაობა დომინირებს პალესტინაში) მეტოქეა, განაცხადა, რომ აკრძალვა ეწინააღმდეგება პალესტინელების ინტერესებს.
დეკემბრის დასაწყისიდან, პალესტინის უსაფრთხოების ძალები არაერთხელ დაუპირისპირდა ჯენინის ბატალიონის მებრძოლებს, რომელთა უმეტესობა დაკავშირებულია ჰამასთან – ან მის მოკავშირე ისლამურ ჯიჰადთან.
ჰამასის სისხლიანმა თავდასხმამ (1200 დაღუპული, 250 მძევლად აყვანილი) ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს გამოიწვია ღაზას ომი, რომლის განმავლობაში ღაზის სექტორში 45 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ფათაჰის მეტოქეებმა პალესტინის უსაფრთხოების ძალები ისრაელის არმიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. ალ ჯაზირა აგრძელებს მუშაობას ღაზაში, სადაც ჰამასმა 2007 წელს მოიპოვა კონტროლი. ძალადობის შედეგად ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში, რომელიც მებრძოლების დასაყრდენი პუნქტია და რომელიც ხშირად გამხდარა ისრაელის არმიის თავდასხმების სამიზნე, დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები და მებრძოლები.
ფორუმი