პალესტინელების თანახმად, ისრაელის ჯარმა ღაზის მთავარი საავადმყოფო დატოვა ორკვირიანი რეიდის შემდეგ

ღაზის სექტორიდან პალესტინელები იტყობინებიან, რომ ს არმიამ დატოვა ღაზის მთავარი საავადმყოფო, სადაც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა რეიდი, რასაც ფართო მასშტაბის ნგრევა მოჰყვა.
AP-ის ცნობით, ასეულობით ადამიანი, რომლებიც ალ-შიფას საავადმყოფოში და მის გარშემო არეალში იმყოფებოდნენ 1 აპრილს, ჯარის გასვლის შემდეგ, დაბრუნდა. შენობაში და მის გარეთ მათ არაერთ ცხედარი გნახეს.
ისრაელის ჯარს, რომელმაც, AP-ის ცნობით, ექვსთვიანი ომის განმავლობაში ეს რეიდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოპერაციად შეაფასა, კომენტარი არ გაუკეთებია.
ისრაელი ოქტომბრის დასაწყისიდან აწარმოებს ომს ღაზის სექტორში, როგორც საჰაერო თავდასხმების, ასევე ქვეითი ჯარის მეშვეობით. პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, სულ ექვსი თვის განმავალობაში მოკლულია 32 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
ისრაელმა ომი დაიწყო თავის ტერიტორიაზე ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) შეჭრის საპასუხოდ. ამ იერიშს 1200 ადამიანი ემსხვერპლა, მძევლად იყო წაყვანილი 240 პირი, რომელთა თითქმის ნახევარი მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ეგვიპტეში შუამავლების გზით მიმდინარეობს ისრაელსა და ჰამასს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის და სანაცვლოდ მძევლების განთავისუფლების შესახებ. მოლაპარაკებას ჯერ შედეგი არ მოჰყოლია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ჰამასის სრულ განადგურებამდე აპირებს ომის გაგრძელებას.
გაეროს უშიშროების საბჭომ 26 მარტს მიიღო რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციაში გაერო მოითხოვს, რომ კონფლიქტის ორივე მხარემ შეწყვიტოს ცეცხლი მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის (წელს 10 მარტიდან 9 აპრილამდე) განმავლობაში და უზრუნველყოს სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.
ღაზის სექტორი ომის დაწყების მერე ალყაშია მოქცეული და მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია ყველა სახის პროდუქტის ნაკლებობის და ინფრასტრუქტურის განადგურების გამო.