პალესტინა სახელმწიფოდ აღიარეს საფრანგეთმა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საფრანგეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა.
პარიზის ეს განზრახვა თვეების წინ გახდა ცნობილი, გადაწყვეტილება კი პრეზიდენტმა მაკრონმა ოფიციალურად 22 სექტემბერს გამოაცხადა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, სადაც საფრანგეთისა და ს ინიციატივით გაიხსნა გაეროს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა სამიტი.
ფორუმის მიზანია ახლო აღმოსავლეთში, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის დასრულება ორი, ს და პალესტინის სახელმწიფოთა არსებობის საფუძველზე. ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება.
სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს ისრაელის და პალესტინის ხალხებს შორის მშვიდობისთვის.
მაკრონმა ისიც განაცხადა, რომ ჰამასმა ისრაელიდან გატაცებული მძევლები უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა უნდა დაასრულოს ომი და ღაზის დაბომბვა.
პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ნიუ-იორკში, ამავე სამიტზე განაცხადეს ბელგიის, მონაკოს, მალტის და ლუქსემბურგის ლიდერებმა.
პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.
დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის აღიარების პროცესი გააქტიურდა ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
2024 წელს პალესტინა სახელმწიფო აღიარეს ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა.
2025 წლის 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების შესახებ განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ.
ისრაელი პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას „ტერორის წინაშე კაპიტულაციას“ უწოდებს. პრემიერ-მინისტრმა მ 21 სექტემბერს ისევ განაცხადა, რომ არანაირი პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება. ისრაელს მხარს უჭერს მისი მთავარი მოკავშირე .
· ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
· მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში რჩება 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
· ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ მიამატოთ – „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, სიტყვის მასალად მიყენებთ

ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე – წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში