პაკისტანში სროლის შედეგად, ჩინეთის ორი მოქალაქე დაშავდა

პაკისტანში სროლის შედეგად, ჩინეთის ორი მოქალაქე დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის უფროსის, ფაიზან ალის ცნობით, შემთხვევა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მოხდა.
კარაჩის Liaquat-ის ეროვნული საავადმყოფოს სპიკერის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, გასულ თვეში კარაჩის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად აფეთქებას ჩინეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი – რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს, დაგვადანაშაულა „მეორე ფრონტის“ მცდელობაში და ხელჩაკიდებულია ადამიანებთან, ვინც სკანდირებს „სიკვდილი ამერიკას“?