პაკისტანში, საყოველთაო არჩევნების დასრულების შემდეგ, თავს გამარჯვებულად ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური პარტია მიიჩნევს

პაკისტანში, საყოველთაო არჩევნების დასრულების შემდეგ, ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური პარტია თავს გამარჯვებულად თვლის.
Reuter-ის ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ნავაზ შარიფმა და იმრან ხანმა არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადეს, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვეს.
გამოცემა წერს, რომ შარიფის პარტია არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა იმრან ხანის პარტიამ ბლოკის სხვა პარტიებთან ერთად პაკისტანის პარლამენტში ჯამურად უფრო მეტი სკამის მოპოვება შეძლო.
პაკისტანში საყოველთაო არჩევნები დაპირისპირების ფონზე 8 თებერვალს გაიმართა.
ქვეყანაში არსებული დაძაბულობის გამო ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საარჩევნო უბნებთან უსაფრთხოებას ათასობით ჯარისკაცი იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”