პაკისტანში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა და 35 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.
დღეს, პაკისტანის ქალაქ კარაჩიში სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა, რა დროსაც შენობაში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
პაკისტანის სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა, მათგან 7-ის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა, შაჰიდ ჰუსეინმა განაცხადა, რომ ცეცხლი სავაჭრო ცენტრის გენერატორს გაუჩნდა და მოგვიანებით შენობის ორ სართულზე გავრცელდა.