პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„25 დადასტურებულ დაღუპულს შორის 14 სამხედრო მოსამსახურეა“, – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
BBC-ის ცნობით, ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე კეტას რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
შემთხვევა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 8:45 საათზე მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა, რადგან სახელის გამო საგამოძიებო უწყება გგონიათ – დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაციაა და არ მიგვიცია უფლებამოსილება, ჩასაფრება და ძიება დაიწყოს

შალვა პაპუაშვილი – სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არავის ხელს არ აფარებს, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან – კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს