პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად 7 სამხედრო დაიღუპა

პაკისტანი აცხადებს, რომ 7 მისი ჯარისკაცი დაიღუპა და 17 დაიჭრა ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარე სამხედრო ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად.

„თავდაპირველად ტერორისტებმა დანაღმული სატვირთო ავტომანქანა შეაჯახეს სამხედრო ბაზის მთავარ პოსტს, რასაც შემდგომში თვითმკვლელების მიერ განხორციელებული არაერთი აფეთქება მოჰყვა, რამაც მთელი შენობა ჩამოანგრია“, – განაცხადეს ს თავდაცვის სამინისტროში.
თავდასხმაში 6 ტერორისტი მონაწილეობდა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მომხდარისთანავე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მაგრამ ფიქრობენ, რომ ტერაქტის უკან ახლად შექმნილი დაჯგუფება „ჯაიშ-ე მუჰამედი“ უნდა იდგეს.

პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ და პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა დაგმეს თავდასხმა და პატივი მიაგეს დაღუპულ ჯარისკაცებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ